Saturday, December 21, 2013

ტრენინგის მე-9 დღე, როგორც სხვა დანარჩენი, იყო ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი. შევაჯამეთ  ნასწავლი მასალა და წარმოვადგინეთ პრეზენტაციის სახით.
ამ ტრენინგმა დამანახა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი, აუცილებელი,არცთუისე  ძნელი   არის პროექტის შექმნა .ჩემი სურვილია ,რომ ხშირად ხდებოდეს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება ამ კუთხით,რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას.
განსაკუთრებული მადლობა ტრენერს ,თამუნა რუაძეს ,ასეთი ენერგიული და გულისხმიერი მუშაობისათვის.      

Sunday, December 8, 2013

დავასრულეთ ტრენინგის მე-6 დღე, შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შეფასების რუბრიკებით.გავავლეთ კავშირები ორ დოკუმენტს შორის.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია.  მადლობა ტრენერს!

Saturday, December 7, 2013

პროექტის მე-4 მე-5 დღე იყო საინტერესო .გავეცანი საპრეზენტაციო პროგრამას.შევქმენი ჩემი პროექტისთვის დროის ჩარჩო.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.დავასრულეთ პრეზენტაციაზე მუშაობა.დაგვევალა  შეფასების სხვადასხვა სტრატეგიების შექმნა.
პროექტის  მე-3 დღე იყო საინტერესო.გავეცანით პროექტისთვის მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებს,კითხვებს.გავეცანი ბლოგის შესაძლებლობებს.

Tuesday, November 26, 2013

ტრენინგის მე-2 დღე

ტრენინგის მეორე დღე იყო საინტერესო, გავეცანით ბუკლეტების დამზადების ხერხებს, შევქმენით ბლოგები და გავიგეთ,რომ პროექტის დაწყებამდე აუცილებელია მშობელს გავუგზავნოთ ბუკლეტი,რათა იგი იყოს ინფორმირებული.
გადავწყვიტე გავაკეთო პროექტი  ,,როდის და რატომ იზღუდება ხელოვანის შემოქმედებითი თავისუფლება?!"